სამწუხაროდ წინა დგეების რეფლექსიები დამრჩა დასაწერი ამიტომ შევეცდები რა თემებზეც ვიმუშავეთ ამ დღეების განმავლობაში მთლიანად მოვაქციო ამ რეფლექსიაში.
მიმოვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციები,გვაქვს ბევრი სამუშაო, დღეს ვისწავლეთ ,როგორ ვიმუშაოთ დიფერენცირებულ სწავლებაზე: სპეციალური საჭიროებების მქონე,არაქართულენოვანი ,მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან. განვიხილავთ სხვადასხვა მოდულებს. ჩვენმა ტრენერმა დეტალურად და გასაგებად აგვიხსნა თითოეული ნიუანსი,ვისაუბრეთ საბაზისო უნარ-ჩვევებზე. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონები, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა მეტად ბევრი ტექნიკური ინფორმაცია იყო ჩემთვის,ამიტომ ცოტა დამაბნეველი და საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. ვისწავლეთ როგორ მივანიჭოთ სიტყვას ლინკი. ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო მიზნებზე. დღეს არის ტრენინგის მეშვიდე დღე ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე,როგორ დავსვათ ზოგადი კითხვა ,თემატური კითხვა,შინაარსობრივი კითხვა. ვისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ შეფასების გეგმაზე.უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავითს.
No comments:
Post a Comment